ინდოეთის მედია - თბილისიდან დელიში მიმავალმა თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია
ინდოეთის მედია - თბილისიდან დელიში მიმავალმა თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია

ინდური მედიის ინფორმაციით, თბილისიდან დელის მიმართულებით მიმავალმა თვითმფრინავმა მარშრუტს გადაუხვია. საქმე ეხება ან-12-ს, რომლის ეკიპაჟსაც ინდოეთის ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი და ავიაგამანადგურებლებმა აიძულეს ლაინერს, ჯაიპურის აეროპორტში დაშვებულიყო.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ანტიტერორისტული ქვედანაყოფი, რომელმაც თვითმფრინავი შეამოწმა. ამის შემდეგ მათ ეკიპაჟის წევრები დაკითხეს.

თავდაპირველად თვითმფრინავი ქართული ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის უკრაინული იყო. პოლიციამ ბორტზე საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და სატვირთო საჰაერო ხომალდს ფრენის გაგრძელების საშუალება მისცა. რა სახის ტვირთი გადაჰქონდა თვითმფრინავს, უცნობია.