ინდოეთის მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონები არიან #1TVSPORT
ინდოეთის მამაკაცთა და ქალთა საჭადრაკო გუნდები 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ, რომელიც 11-დან 22 სექტემბრამდე ბუდაპეშტში (უნგრეთი) გაიმართა.
პრეტენდენტთა ტურნირის 2024 წლის ჩემპიონმა, გუკეშ დომარაჯუმ საკუთარ გუნდს გამარჯვება ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მოუტანა. მეორე ადგილზე გავიდა ჩინეთის ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოს მე-17 ჩემპიონი დინ ლირენი თამაშობდა. ბრინჯაოს მედლები კი სლოვენიის ნაკრებმა მოიპოვა.
ინდოეთის ნაკრებმა არც ქალთა შორის დათმო პირველობა. ვერცხლის მედლები ყაზახეთის ქალთა ნაკრებმა დაიმსახურა, ბრინჯაოს კი ამერიკის შეერთებული შტატები დაეუფლა.