ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა
ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა

ინდოეთის ხელისუფლებამ ქაშმირში გადაადგილებაზე შეზღუდვები დააწესა. საქმე ეხება პაკისტანის საზღვართან მდებარე რეგიონის უდიდეს ქალაქ სრინსგარს, სადაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკება მოხდა.

ქაშმირში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ჯამუსა და ქაშმირის შტატის ავტონომია გააუქმა. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. დემონსტრაციაზე პოლიციასთან შეტაკება რამდენჯერმე მოხდა.

დატოვე კომენტარი