ინდივიდუალური რბოლა ქალებში ოებერგმა მოიგო | ბიატლონი
ინდივიდუალური რბოლა ქალებში ოებერგმა მოიგო | ბიატლონი

შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ინდივიდუალური რბოლა ქალებში 15 კმ-ზე გაიმართა. ასპარეზობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ის შვედეთის წარმომადგენლის, ჰანა ოებერგის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილზე იტალიელი ლიზა ვიტოცი გავიდა, მესამე კი ფრანგი ბიატლონისტი ბრაისა იყო. დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური რბოლა კაცებში 20 კმ-ზე გაიმართება.