ინდივიდუალური რბოლა კაცებში ლეგრეიდმა, ქალებში კი დავიდოვამ მოიგო | ბიატლონი
ინდივიდუალური რბოლა კაცებში ლეგრეიდმა, ქალებში კი დავიდოვამ მოიგო | ბიატლონი

სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ორი ძალიან საუნტერესო რბოლა გაიმართა.

კაცებში ინდივიდუალური რბოლა 20 კმ-ზე ნორვეგიელმა სტურლა ლეგრეიდმა მოიგო. მეორე ადგილზე გერმანელი ბიატლონისტი არნფ ფაიფერი გავიდა, მესამე ადგილი კი გამარჯვებულის თანამემამულემ იოჰანეს დალემ დაიკავა.

ინდივიდუალური რბოლა ქალებში 15 კმ-ზე სენსაციურად დასრულდა. პირველი ადგილი ყველასთვის მოულოდნელად ჩეხმა მარკეტა დავიდოვამ დაიკავა, მეორე ადგილზე შვედი ჰანა ოებერგი გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი ნორვეგიელი ინგრიდ ტანდერვოლდი გახდა.

დღეს პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მიქსი ერთეულებში 4*1.5+5*1.5 კმ-ზე გაიმართება.