ინდიანასთან 42 ქულით წაგებული მატჩი, ლებრონ ჯეიმსის სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იყო
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულის უკანასნელ ტურში, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად „ინდიანა პრეისერსს“ დაუპირისპირდა და 42 ქულის სხვაობით, ანგარიშით 136:94 დამარცხდა.
ლოს ანჯელესელებმა მეტოქესთან ოთხივე პერიოდი წააგეს. უნდა აღინიშნოს, რომ „ინდიანა“ ლიდერის გარეშე თამაშობდა (ვიქტორ ოლადიპო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს), „ლეიკერსს“ კი პირიქით – გუნდის ლიდერი დაუბრუნდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ლებრონ ჯეიმსის სპორტულ კარიერაში აღნიშნული მარცხი ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იყო.
„მეფემ“ შეხვედრა 18 ქულით, 9 გადაცემითა და 7 მოხსნით დაასრულა. ლებრონმა მოედანზე 30 წუთი გაატარა.