ინდიანასთან 42 ქულით წაგებული მატჩი, ლებრონ ჯეიმსის სპორტულ კარიერაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იყო

14:59, 06.02.2019

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულის უკანასნელ ტურში, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სტუმრად „ინდიანა პრეისერსს“ დაუპირისპირდა და 42 ქულის სხვაობით, ანგარიშით 136:94 დამარცხდა.

ლოს ანჯელესელებმა მეტოქესთან ოთხივე პერიოდი წააგეს. უნდა აღინიშნოს, რომ „ინდიანა“ ლიდერის გარეშე თამაშობდა (ვიქტორ ოლადიპო სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს), „ლეიკერსს“ კი პირიქით – გუნდის ლიდერი დაუბრუნდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ლებრონ ჯეიმსის სპორტულ კარიერაში აღნიშნული მარცხი ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება იყო.

„მეფემ“ შეხვედრა 18 ქულით, 9 გადაცემითა და 7 მოხსნით დაასრულა. ლებრონმა მოედანზე 30 წუთი გაატარა.

მსგავსი