„ინდიანას“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი - ბითაძე NBA-ში 100 პროცენტით დარჩება #1TVSPORT
„ინდიანას“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტი - ბითაძე NBA-ში 100 პროცენტით დარჩება #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტმა, კევინ პრიტჩარდმა პრესკონფერენცია გამართა და იმ გაცვლების შესახებ ილაპარაკა, რომელიც ორგანიზაციამ ბოლოს განახორციელა.

შეგახსენებთ, რომ „პეისერსმა“ გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა, რაზეც პრიტჩარდმა ისაუბრა. პირველ რიგში, მან განმარტა, თუ რატომ ვერ გაამართლა გოგამ „ინდიანაში“.

„ნაწილობრივ ეს ჩემი ბრალია. გარკვეული მიზეზების გამო, გაცვლების შემდეგ ბევრი ცენტრი დაგვიგროვდა. ჩემი აზრით, გოგა NBA-ის კარგი მოთამაშე გახდება. წელს ის ყველაზე მეტად შრომობდა. როდესაც დრაფტზე კალათბურთელი აგყავს, მას გარკვეულწილად უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, დღის ბოლოს კი გოგა სწორ დროს ყველაფერს სწორად აკეთებდა“.

მან ისიც აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელის შესახებ არაერთი სატელეფონო ზარი მიიღო.

„გოგას შესახებ ბევრი სატელეფონო ზარი მივიღეთ, მას 100%-ით აიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ მან „ინდიანაში“ არ გაამართლა, მსურს, რომ NBA-ში ითამაშოს. ჩვენთან მან ვერ მიიღო ის შესაძლებლობა, რომელიც უნდა ჰქონოდა“.