„ინდიანამ“ „მაიამისთან“ დრამატული მატჩი დათმო, ბითაძე მოედანზე ოთხი წუთით გამოჩნდა (ვიდეო)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანამ”. ნეიტ მაკმილანის გუნდი სტუმრად ფლორიდაში „მაიამის” დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 113-112 წააგო. გამარჯვების მომტანი ორქულიანი გორან დრაგიჩმა მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე ჩააგდო და „ჰიტს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ 4:10 წუთით გამოჩნდა და ბუნებრივია ამ დროში რაიმე ღირებულის გაკეთება ვერ შეძლო. ინდიანელებს შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ჯასტინ ჰოლიდეიმ დააგროვა. 16-16 ქულა ჰქონდათ ტი ჯეი ვორენსა და ჯერემი ლემს.
ბოსტონი – კლივლენდი 129-117
შარლოტი – ოკლაჰომა 102-104
ორლანდო – ფილადელფია 98-97
ატლანტა – მილუოკი 86-112
გოლდენ სტეიტი – ფინიქსი 106-96