„ინდიანამ“ „მაიამისთან“ დრამატული მატჩი დათმო, ბითაძე მოედანზე ოთხი წუთით გამოჩნდა (ვიდეო)

13:33, 28.12.2019

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე მორიგი მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ინდიანამ”. ნეიტ მაკმილანის გუნდი სტუმრად ფლორიდაში „მაიამის” დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით 113-112 წააგო. გამარჯვების მომტანი ორქულიანი გორან დრაგიჩმა მატჩის დასრულებამდე 6 წამით ადრე ჩააგდო და „ჰიტს” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

კვლავ არ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება გოგა ბითაძეს. ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე მხოლოდ 4:10 წუთით გამოჩნდა და ბუნებრივია ამ დროში რაიმე ღირებულის გაკეთება ვერ შეძლო. ინდიანელებს შორის ყველაზე მეტი 17 ქულა ჯასტინ ჰოლიდეიმ დააგროვა. 16-16 ქულა ჰქონდათ ტი ჯეი ვორენსა და ჯერემი ლემს.

ბოსტონი – კლივლენდი 129-117

შარლოტი – ოკლაჰომა 102-104

ორლანდო – ფილადელფია 98-97

ატლანტა – მილუოკი 86-112

გოლდენ სტეიტი – ფინიქსი 106-96

მსგავსი