„ინდიანამ“ ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ბითაძეს კვლავ არ უთამაშია - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:31, 25.01.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ინდიანამ“ საკუთარ არენაზე „ტორონტოს“ უმასპინძლა და 5 ქულის სხვაობით 102-107 დამარცხდა. „პეისერსის“ მთავარ მწვრთნელს გოგა ბითაძესთვის თავის გამოჩენის საშუალება კვლავ არ მიუცია.
ინდიანელებს შორის ორმაგი დუბლები დომანტას საბონისმა (10 ქულა, 19 მოხსნა, 5 პასი) და ჯრუჰოლიდეიმ (16 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულეს. 25 ქულა მიითვალა მაელს ტერნერმა.
„ტორონტოს“ რიგებში 30 ქულით საუკეთესო ოჯიანუნობი გამოდგა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 21 ქულით დაასრულა შეხვედრა ფრედ ვანლვეტმა. ნორმან პაუელმა 20 ქულა დააგროვა.