„ინდიანამ“ ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო, ბითაძეს კვლავ არ უთამაშია – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

11:31, 25.01.2021

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ინდიანამ“ საკუთარ არენაზე „ტორონტოს“ უმასპინძლა და 5 ქულის სხვაობით 102-107 დამარცხდა. „პეისერსის“ მთავარ მწვრთნელს გოგა ბითაძესთვის თავის გამოჩენის საშუალება კვლავ არ მიუცია.

ინდიანელებს შორის ორმაგი დუბლები დომანტას საბონისმა (10 ქულა, 19 მოხსნა, 5 პასი) და ჯრუ ჰოლიდეიმ (16 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულეს. 25 ქულა მიითვალა მაელს ტერნერმა.

„ტორონტოს“ რიგებში 30 ქულით საუკეთესო ოჯი ანუნობი გამოდგა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 21 ქულით დაასრულა შეხვედრა ფრედ ვანლვეტმა. ნორმან პაუელმა 20 ქულა დააგროვა.

 

ინდიანა-ტორონტო 102:107

https://www.youtube.com/watch?v=QnZrtjhrocU

 

კლიპერსი-ოკლაჰომა 108:100

https://www.youtube.com/watch?v=oe2t9ld7azc

 

ორლანდო-შარლოტი 104:107

https://www.youtube.com/watch?v=xI5gxRln7KU

 

ბოსტონი-კლივლენდი 141:103

https://www.youtube.com/watch?v=g9Jjunx12DY

 

მილუოკი-ატლანტა 129:115

https://www.youtube.com/watch?v=NUtMvxfIVek

 

სან ანტონიო-ვაშინგტონი 121:101

https://www.youtube.com/watch?v=6SYMOSQK94Y

 

პორტლენდი-ნიუ იორკი 116:113

https://www.youtube.com/watch?v=7Lgu3yPS14M

მსგავსი