„ინდეფენდენტი“ - უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 12 მცდელობას გადაურჩა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 12 მცდელობას გადაურჩა. როგორც გამოცემა „ინდეფენდენტი“ წერს, ამის შესახებ საკუთარ წიგნში, უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, დოკუმენტალისტი მწერალი კრის უიპლი წერს.
წიგნი, სახელწოდებით „მიის ცხოვრების ბრძოლა: ჯო ბაიდენის თეთრი სახლის შიგნით“ უახლოეს მომავალში გამოვა. წიგნის ასლი გამოცემა „ინდეფენდენტმა“ მოიპოვა.
ავტორის ინფორმაციით, რუსულ ინტერვენციამდე, უკრაინაში ვიზიტისას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი პრეზიდენტ ზელენსკის აფრთხილებდა, რომ რუსეთი მის მოკვლას გეგმავდა.
წიგნის ავტორის ინფორმაციით, ბაიდენმა დაავალა ბერნს, მიეწოდებინა ზელენსკისთვის რუსეთის შეთქმულებების ზუსტი დეტალები. უიპლის ცნობით, ამ ინფორმაციამ ზელენსკი „გამოაფხიზლა“.
ავტორის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობებიდან ორის აღკვეთა შესაძლებელი აღმოჩნდა სწორედ ბერნსის მიერ უკრაინული მხარისთვის გაზიარებული სადაზვერვო ინფორმაციის დახმარებით.