„ინდეფენდენტი“ - თურქეთის სამხედრო ოპერაციის დროს საპატიმროდან „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მებრძოლი გაიქცა
თურქეთის სამხედრო ოპერაციის დროს საპატიმროდან „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მებრძოლი გაიქცა. ინფორმაციას ბრიტანული მედიასაშუალება „ინდეფენდენტი“ ქურთ მებრძოლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო.