ინციდენტი ფინალში - მეკარემ მოედნიდან გასვლაზე უარი განაცხადა (ვიდეო)

ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგამ შეცვლაზე უარი განაცხადა და მწვრთნელი მაურიციო სარი განარისხა.

ინგლისის ასოციაციის თასის (კარაბაოს თასი) ფინალში ლონდონელები მანჩესტერ სიტის ხვდებოდნენ. მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრით დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის მიწურულს სარიმ სათადარიგო მეკარის, ვილი კაბალიეროს გამოყვანა გადაწყვიტა.

მაგრამ კეპამ მოედნიდან გასვლაზე ცივი უარი განაცხადა. სიტუაცია იმდენად გაურკვეველი იყო, რომ მთავარი მსაჯი ჯონათან მოსი სარისთან მივიდა და ჰკითხა, გადიოდა თუ არა, ბოლოს და ბოლოს, მოედნიდან მეკარე. იტალიელი იძულებული იყო უარყოფითი პასუხი გაეცა, შემდეგ კი გაბრაზებული გაიქცა გასახდელისკენ.

მოგვიანებით, სარიმ განაცხადა, რომ ეს გაუგებრობა იყო.

„კეპას რეაქცია არასწორად გავიგე. მას ეგონა, რომ ტრავმის გამო გადავწვყვიტე მისი შეცვლა და მეძახდა, რომ არანაირი ფიზიკური პრობლემა არ ჰქონია. ყველაფერს მივხვდი, როდესაც მოდენიდან ექიმი დაბრუნდა“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ მატჩი მანჩესტერ სიტიმ პენალტების სერიაში მოიგო და კარაბაოს თასის მფლობელი გახდა.