ინაუგურაციის შემდეგ საზეიმო მიღება, წინანდლის ნაცვლად, თელავის თეატრში გაიმართება
ინაუგურაციის შემდეგ საზეიმო მიღება, წინანდლის ნაცვლად, თელავის თეატრში გაიმართება

ინაუგურაციის ჩატარების დღის წესრიგი მცირედით შეიცვალა და ოფიციალური ნაწილის შემდეგ საზეიმო მიღება წინანდალში ჭავჭავაძეების მამულში აღარ გაიმართება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინაუგურაციის მოსამზადებელი ​კომისიის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა განაცხადა.

„ინაუგურაცია 15:00 საათზე იწყება და 49 წუთს გაგრძელდება, წინანდალში სტუმრების გადაადგილებას დრო სჭირდება, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის, ამის გათვალისწინებით, წინანდალში საზეიმო მიღება გაუქმდა და მის ნაცვლად თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართება”, –  განაცხადა კახიშვილმა.

ინაუგურაციის ორგანიზატორების თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციას 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება მათ შორის ცნობილია, რომ ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ვიციე- პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები.

კახა კახიშვილმა ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ დეტალებზე. ისაუბრა და აღნიშნა,რომ ინაუგურაციის დღეს, პირველად საქართველოს ისტორიაში მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციაზე იქნებიან ერთად. მოქმედ პრეზიდენტს ჯარი ჩააბარებს პატაკს, ხოლო არჩეული პრეზიდენტს ფიცის დადების შემდეგ, მიესალმება ჯარი.

დატოვე კომენტარი