იმობილეს აგენტი - ჩირო ევროპაში საუკეთესო თავდამსხმელია
იმობილეს აგენტი - ჩირო ევროპაში საუკეთესო თავდამსხმელია

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს აგენტი ალესანდრო მოგი საკუთარ კლიენტს ევროპის საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევს.

მიმდინარე სეზონზე იმობილემ 28 მატჩი ჩაატარა და ზუსტად 28 გოლი გაიტანა, აგრეთვე შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

„ვფიქრობ, დღეს ის ევროპის საუკეთესო თავდამსხმელია, რომ აღარაფერი ვთქვათ იტალიაზე“, – მოჰყავს ალესანდრო მოგის სიტყვები Football Italia-ს, – „ლაციო“ შემთხვევით არ აღმოჩნდა სატურნირო ცხრილში ასეთ სიმაღლეზე. ეს მძიმე შრომის შედეგია.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი შრომა გასწია, სწორად გამოიყენა რესურსები, რომელიც სხვა დიდი კლუბების ფინანსურ შესაძლებლობებს ჩამორჩებოდა. შექმნა კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც სკუდეტოსთვის იბრძვის“.