იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა
იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, – აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაადასტურა.

პრემიერის თქმით, შავლეგო ტაბატაძეს სურვილი ჰქონდა, სამხედრო საქმეს დაბრუნებოდა და აღნიშნული თხოვნა დააკმაყოფილა.

„შავლეგო არის გამორჩეული ადამიანი ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და თვითონვე ჰქონდა თხოვნა, რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას. მინდა, გადავუხადო მადლობა გაწეული მუშაობისთვის, რომელიც ამ პოსტზე ყოფნის პერიოდში გააკეთა. მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ის დაუბრუნდა თავის პროფესიას, ის არის გამორჩეული სამხედრო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად გასული წლის აგვისტოში დაინიშნა.