ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის „ჯორჯ სორისის მარიონეტი“ უწოდა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის „ჯორჯ სორისის მარიონეტი“ უწოდა.
ამერიკელი მილიარდერი ამგვარად გამოეხმაურა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ რადოსლავ სიკორსკი ჯორჯ სოროსის შვილის, ალექს სოროსის მეგობარია.
მანამდე, ილონ მასკმა სიკოსრსკის „პატარა ადამიანი“ უწოდა.
უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ილონ მასკმა აღნიშნა, რომ „სტარლინკის“ ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში უკრაინის ფრონტი ჩამოიშლება.
ამ განცხადებას სიკორსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის „სტარლიკის“ მომსახურებისთვის ფულს პოლონეთი იხდის და და ამგვარი საფრთხეები მომსახურების მიმწოდებლის საიმედოობის მიმართ აჩენს კითხვებს.