ილონ მასკის აზრით, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის შესაძლებლობები ისევე განსხვავდება, როგორც ჩვენი და შიმპანზეების
ილონ მასკის აზრით, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის შესაძლებლობები ისევე განსხვავდება, როგორც ჩვენი და შიმპანზეების

რა გახსენდებათ როცა გესმით სიტყვები „ხელოვნური ინტელექტი“?

შესაძლოა, პირველი თავში მოგდით თქვენი სმარტფონის ციფრული ხმოვანი დამხმარე ან რომელიმე მაღალტექნოლოგიური რობოტი, მაგრამ ილონ მასკი ფიქრობს, რომ ცდებით.

„ზოგადად ვფიქრობ, რომ ხალხი სათანადოდ ვერ აფასებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, ისინი ფიქრობენ, რომ ეს გარკვეული სახის ჭკვიანი ადამიანია. თუმცა, ის ამაზე გაცილებით მეტია. იგი ბევრად ჭკვიანი იქნება, ვიდრე ყველაზე გონიერი ადამიანი“, — განაცხადა მასკმა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში, შანხაიში გამართულ ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე Alibaba-ს აღმასრულებელ დირექტორ ჯეკ მასთან საუბრისას.

ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანებს შორის არსებული განსხვავების შესადარებლად მასკს მაგალითად მოჰყავს განსხვავება ადამიანებსა და შიმპანზეებს შორის.

„შეუძლია თუ არა შიმმპანზეს, მართლა გაუგოს ადამიანს? ცხადია, არა. ჩვენ მათთვის უცნაურ უცხოპლანეტელებს ვგავართ. მათ მხოლოდ სხვა შიმპანზეების ესმით. მეტნაკლებად ასე იქნება ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის“, — ამბობს ილონ მასკი.

გარდა ამისა, ამ ყველაფერს ის ოპტიმიზმით უყურებს. მისი თქმით, გასაოცარი იქნება, თუკი განსხვავება მხოლოდ ასეთი მცირე იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სხვაობა გაცილებით დიდ მასშტაბებს მიაღწევს.

ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის სხვაობა მასკს ადამიანის სახეობის მომავლისთვის დიდ საფრთხედ მიაჩნია.

„რა უნდა გააკეთო ასეთ სიტუაციაში? არ ვიცი“.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დააარსა მან ხელოვნური ინტელექტის კომპანია Neuralink-ი, რომელიც ამჟამად აქტიურად მუშაობს თავის ტვინის მიკროჩიპებზე.