ილონ მასკი, რომელმაც მედიის ცნობით, ჩაშალა უკრაინელების თავდასხმა რუსულ ფლოტზე, აცხადებს რომ მოღალატე არ არის
ილონ მასკი, რომელმაც მედიის ცნობით, ჩაშალა უკრაინელების თავდასხმა რუსულ ფლოტზე, აცხადებს რომ მოღალატე არ არის

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც მედიის ცნობით, ჩაშალა უკრაინელების თავდასხმა რუსულ ფლოტზე, აცხადებს რომ მოღალატე არ არის. ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

„მე აშშ-ის მოქალაქე ვარ და მაქვს მხოლოდ აშშ-ის პასპორტი. რაც არ უნდა მოხდეს, მე ვიბრძოლებ აშშ-სთვის და მოვკვდები ამერიკისთვის. აშშ-ის კონგრესს არ გამოუცხადებია ომი რუსეთისთვის. თუ ვინმე არის მოღალატე, ისინი არიან ვინც, მე ამას მეძახის. გთხოვთ, აუხსენით ეს მათ მკაფიოდ“, – წერს მასკი.

ცნობისთვის, მანამდე ტელეკომპანია „სიენენმა“ მოიპოვა ნაწყვეტი ილონ მასკის ბიოგრაფიიდან, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2022 წელს მასკმა საიდუმლოდ გასცა ბრძანება გათიშოს მისი თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს, რითაც ჩაშალოს უკრაინის თავდასხმა სევასტოპოლში გაჩერებულ რუსეთის ფლოტზე.

მოგვიანებით, მასკმა განმარტა, რომ მას თანამგზავრული ინტერნეტ კავშირი არ გაუთიშავს, არამედ უარი თქვა უკრაინის მოთხოვნაზე „სტარლინკი“ ყირიმის სანაპიროებთან ჩაერთო.