ილონ მასკი – ელიტები ძალიან გამდიდრდნენ უკრაინაში შედინებული ასობით მილიარდი დოლარის წყალობით, მაშინ როცა უბრალო ხალხის შვილებს სანგრებში სასიკვდილოდ გზავნიან
ელიტები უკრაინაში შედინებული ასობით მილიარდი დოლარის წყალობით ძალიან გამდიდრდნენ, მაშინ როცა უბრალო ხალხის შვილებს სანგრებში სასიკვდილოდ გზავნიან, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინაში ელიტებისა და ხალხის ინტერესებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა.
„რაც სინამდვილეში უკრაინაში ხდება, ის არის, რომ ელიტებისა და ხალხის ინტერესებს შორის უზარმაზარი განსხვავებაა. ელიტები უკრაინაში შედინებული ასობით მილიარდი დოლარის წყალობით ძალიან გამდიდრდნენ, მაშინ როცა უბრალო ხალხის შვილებს სანგრებში სასიკვდილოდ გზავნიან.
ამასთან, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ნაწილი, ფულის გათეთრების რამდენიმე სქემის გავლით, უკან, ამერიკაში ბრუნდება და პოლიტიკური კამპანიების დაფინანსებას ხმარდება. სწორედ ამიტომ ხედავთ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ამერიკაზე მეტად უკრაინა ადარდებს!“ – წერს ილონ მასკი.
&
What’s actually going on in Ukraine is that there is a massive incentive difference between the elites and the people.
The former have grown very rich off the hundreds of billions flowing to Ukraine, while the latter’s children are conscripted to die in trenches.
— Elon Musk (@elonmusk) October 23, 2026