ილონ მასკი – „ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დავტოვებ, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს
„ტვიტერის“ აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი წერს, რომ დაკავებულ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი შემცვლელს იპოვის.
„დავტოვებ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, როგორც კი ვიპოვი ვინმეს, საკმარისად სულელს იმისთვის, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს“, – წერს ილონ მასკი.
მანამდე ილონ მასკმა „ტვიტერში“ გამოკითხვა ჩაატარა და ხალხს ჰკითხა, უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა. გამოკითხვისას, 57.5 პროცენტმა ილონ მასკის თანამდებობის დატოვებას დაუჭირა მხარი.
I will resign as CEO as soon as I find someone foolish enough to take the job! After that, I will just run the software & servers teams.
— Elon Musk (@elonmusk) December 21, 2022