ილონ მასკი – ამერიკის შეიარაღების პროგრამები საჭიროებს სრულად გადახედვას, თუ დაუყოვნებლივი ცვლილებები არ განხორციელდება, აშშ ძალიან მძიმედ დამარცხდება შემდეგ ომში
ამერიკის შეიარაღების პროგრამები საჭიროებს სრულად გადახედვას, – ამის შესახებ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, ამერიკა შემდეგ ომში მძიმე მარცხს განიცდის.
„არსებული სტრატეგია გულისხმობს მცირე რაოდენობის იარაღის წარმოებას მაღალ ფასად გუშინდელი ომის საწარმოებლად. დაუყოვნებლივი ცვლილებები თუ არ განხორციელდება, ამერიკა ძალიან მძიმედ დამარცხდება შემდეგ ომში“, – წერს მასკი.
ამასთან, მასკი აზიარებს ინფორმაციას საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამხედრო-საზღვაო ფლოტი გეგმავს მომავალი 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 40 მილიარდი დოლარის დახარჯვას 364 გემის შესაძენად.
American weapons programs need to be completely redone.
The current strategy is to build a small number of weapons at a high price to fight yesterday’s war.
Unless there are immediate and dramatic changes made, America will lose the next war very badly. https://t.co/wJfDROM7kz
— Elon Musk (@elonmusk) February 7, 2025