ილონ მასკი აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის თანხებს აშშ-ის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ გადასცემს

00:15, 07.03.2024

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის თანხებს აშშ-ის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს არ გადასცემს.

„ძალიან მკაფიო რომ ვიყო, არ ვაძლევ ფულს აშშ-ის პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს“, – წერს მასკი.

როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპი გასულ კვირას შეხვდა ილონ მასკს დამატებითი სახსრების მოსაძიებლად, თუმცა მასკმა აღნიშნა, რომ არ აპირებს თანხის გადაცემას არცერთი კანდიდატისთვის.

 

მსგავსი