ილონ მასკი აცხადებს, რომ მარინ ლე პენი 2027 წლის არჩევნებში „საფრანგეთის უკანასკნელი იმედია“
მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარინ ლე პენი 2027 წლის არჩევნებში „საფრანგეთის უკანასკნელი იმედია“.
„ის საფრანგეთის უკანასკნელი იმედია“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში.
ილონ მასკმა გააზიარა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ლე პენს 2027 წელს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
უფრო კონკრეტულად, გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონის რეიტინგი 27% იყო და მან მაინც შეძლო გამარჯვება, ახლა კი მარინ ლე პენის რეიტინგი 36%-ია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის კი – 16%.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, გასულ კვირას ლე პენმა ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ამის უფლება მისცა, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავედ ცნო ევროპარლამენტიდან თანხების მითვისებაში.
ამასთან, გამოცემა იხსენებს, რომ 2022 წელს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ მასკმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია საფრანგეთის ლიდერთან საუბარი და მხარი დაუჭირა მაკრონის 2023 წლის არაპოპულარულ გადაწყვეტილებას საფრანგეთში მინიმალური საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ. თუმცა მასკსა და მაკრონს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც საფრანგეთის პოლიციამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელ X-ის ჩატბოტის, Grok-ის წინააღმდეგ.
ამასთან, 2026 წლის თებერვალში პარიზში X-ის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა, ხოლო მასკი აპრილში ფრანგმა პროკურორებმა დაკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ ის არ გამოცხადდა.
She is France’s last hope https://t.co/alN4E0hXbl
— Elon Musk (@elonmusk) July 15, 2026