ილინოისში სოციალური დისტანციის დარღვევისთვის ქალაქის მერის მეუღლე დააკავეს
აშშ-ში, ილინოისის შტატში სოციალური დისტანციის დარღვევისთვის ერთ-ერთი ქალაქის მერის მეუღლე დააკავეს.
ამერიკული მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ალტონში მოხდა. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, ქალაქის მერმა თავად გასცა განკარგულება, რომ პოლიციას შეზღუდვების დამრღვევების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიეღო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთ კაფე-ბარში მისულმა სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის დარღვევისთვის რამდენიმე პირი მართლაც დააკავეს და მათ შორის იყო ქალაქის მერის მეუღლეც.
მომხდარის შემდეგ ალტონის მერმა, ბრანტ უოლკერმა მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა.
„ჩემი ცოლი ზრდასრული ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში მას განსჯის უნარი საოცრად დააკლდა“, – განაცხადა ქალაქის მერმა.