ილიჩიჩმა ბერგამოს საავადმყოფოს ის ბურთი აჩუქა, რომლითაც ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი შეასრულა
„ატალანტას“ ნახევარმცველმა იოსიპ ილიჩიჩმა ქალაქ ბერგამოს საავადმყოფოს აჩუქა ბურთი, რომლითაც „ვალენსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში პოკერი შეასრულა. მატჩი „მესტალიაზე“ გაიმართა და სტუმრებმა ანგარიშით 4:3 მოიგეს.
ილიჩიჩის ეს ჟესტი იყო მადლობის გადახდა კლინიკის მედპერსონალისთვის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის კორონავირუსს.
„ჩვენ თქვენთან ვართ. ერთად უნდა გავიმარჯვოთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში“, – განაცხადა ილიჩიჩმა.
ამ სეზონზე სლოვენიელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.