ილიას ზუროსი ნიდერლანდებთან მოგების შემდეგ - მეორე ტაიმში კალათბურთელებმა დიდი სიმამაცე გამოიჩინეს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნიდერლანდებში გამარჯვების (88:80) შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:
„ჩვენთვის ეს ურთულესი თამაში იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ორიდან ორი მატჩის მოგება გვჭირდებოდა. 10 ქულით ვაგებდით და სწორედ ამ დროს გამოიჩინეს კალათბურთელებმა დიდი სიმამაცე. თამაში შემოვატრიალეთ და უმნიშვნელოვანესი მოგება მოვიპოვეთ.
რა შევცვალეთ პირველი ტაიმის შემდეგ? ბევრი არაფერი – უბრალოდ, მატჩის დასაწყისში უამრავი სამქულიანი გავაცუდეთ, იყო ერთგვარი ნერვიულობა. მეტოქეს თავდაჯერებით თამაშის უფლება მივეცით. მეორე ტაიმიდან კი მეტად კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვიყავით. სამქულიანებიც გამოვიყენეთ და ყველაფერი გაიოლდა.
ეს არ იყო კარგი მატჩი, მაგრამ იყო პროფესიონალური მოგება.
კვირას, 26 თებერვალს ისლანდიას დავუპირისპირდებით. ეს იქნება საქართველოს ნაკრების დიდი გამოწვევა. ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. დავივიწყოთ ნიდერლანდებთან მატჩი და მოვემზადოთ ისლანდიისთვის.
განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო თორნიკე შენგელიას მონდომება. მან დღეს ალმერეში ითამაშა, ხვალ ევროლიგაზე ელის შეხვედრა, რის შემდეგაც თბილისში შემოგვიერთდება და ისლანდიასთან მატჩში დაგვეხმარება“.