ილიას ზუროსი - მჯერა, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ილიას ზუროსი - მჯერა, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

იტალიასთან მარცხის (84:85) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პოზიტიურად ისაუბრა:

„პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო თორნიკე შენგელიას თავდადება. მას ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ნაკრებში უყოყმანოდ ჩამოვიდა და დიდი ენერგია ჩადო როგორც ისლანდიაში, ასევე თბილისურ მატჩში.

დაუჯერებელი ენერგია მოგვცა ქომაგმა მეორე ტაიმში. მათი დახმარებით ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ წავაგეთ ევროლიგის სამი კალათბურთელით გაძლიერებულ იტალიასთან. 

მინდა გავიხსენო, რომ ფიბა-ს გადაწყვეტილების გამო ორი მოგება ჩამოგვაკლდა – პირველ ეტაპზე მაკედონიასთან გამარჯვებები ამ ეტაპზე არ გადმოგვყვა. რაც უსამართლოდ მიმაჩნია.

თუმცა, მჯერა ჩემი კალათბურთელების. დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. აუცილებლად გავალთ!“