ილიას ზუროსი - ისლანდია სწრაფი გუნდია, მატჩის ტემპის გაკონტროლების უფლება არ უნდა მივცეთ #1TVSPORT
ილიას ზუროსი - ისლანდია სწრაფი გუნდია, მატჩის ტემპის გაკონტროლების უფლება არ უნდა მივცეთ #1TVSPORT

დღეს, რეიკიავიკში საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას გამართავს ისლანდიის წინააღმდეგ. თამაში 23:25 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩის წინ ტაქტიკაზე ისაუბრა.

„ეს არის საკვანძო მატჩი ჩვენი გუნდისთვის. ისლანდიას საქართველოს ნაკრებზე ერთით მეტი მოგება აქვს და მაქსიმალური კონცენტრაცია გვჭირდება. ისლანდია სწრაფი გუნდია, შეტევაზე მაღალ ტემპში გადადის. შესაბამისად თამაშის რიტმი ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ. დაცვაში მობილიზებულები უნდა ვიყოთ. შეტევაში კი ფარქვეშ ჩვენი უპირატესობები უნდა გამოვიყენოთ, რაც შეიძლება მეტი ქულა ჩავაგდოთ სამწამიანი ზონიდან.

გვაქვს ჩვენი პრობლემები – ზოგიერთი მოთამაშე უკლუბოდაა და სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ესეც უნდა გავაკონტროლოთ და გამარჯვებისთვის ყველა 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოს“.