ილიას ზუროსი - არის კარგი და ცუდი მომენტები, ასეთია კალათბურთი #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან ლატვიაში წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მარცხის მიზეზებზე ილაპარაკა:
„ეს იყო ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული ძალიან ხუდი თამაში. ვერ მოვახდინეთ სათანადო კონცენტრაცია. იყო პატარა მიზეზი, რამაც ამაში ხელი შეგვიშალა – მატჩის წინ ფეხი იტკინა გოგა ბითაძემ.
ასეთია კალათბურთი – არის კარგი და ცუდი მომენტები. თუმცა არ უნდა გავჩერდეთ – ერთ გუნდად უნდა დავრჩეთ, ერთად მიშრომოთ და ერთად ვიბრძოლოთ.
მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გუნდს ლატვიაში ქომაგობდა.
ახლა კონცენტრირება ესპანეთთან 4 ივლისის მატჩზე უნდა მოვახდინოთ“.