ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა #1TVSPORT
ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა #1TVSPORT

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. აბუ დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა.

ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატესობა მოიპოვა, დგომშიც აქტიური იყო და ჰოლოუეი მიწაზეც რამდენჯერმე გადაიყვანა.

მეორე რაუნდიც ქართველის უპირატესობით წარიმართა. თოფურიამ გადამწყვეტი უპირატესობა მესმე რაუნდში მოიპოვა და საბოლოოდ ჰოლოუეის ნოკაუტით სძლია.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

ილია თუფურიას შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 16 შეხვედრის შემდეგ 16 გამარჯვება აქვს.