ილია მეორემ და სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

12:42, 09.04.2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

პატრიარქმა 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ილია მეორემ და სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მსგავსი