ილია მეორე - დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია, გავუფრთხილდეთ მას
ილია მეორე - დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე ადამიანია, გავუფრთხილდეთ მას

ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, გავუფრთხილდეთ ადამიანს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს, სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. ღმერთა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ სულ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში, დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.