ილია მეორე – ყოველდღიურად ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს
დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველდღიურად ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Today, all people of good will are praying for peace in the Middle East. We, on our part, implore daily the Holy Trinity to grant peace to the Holy Land, its people and the entire world.
May God hear our prayers.— Patriarch Ilia II (@patriarchGEO) October 26, 2023