ილია მეორე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
ილია მეორე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი მიიღო.

როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად ხალილი წერს, საუბარი შეეხო საქართველოში ბავშვთა უფლებების საკითხს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა საქართველოში ბავშვთა უფლებების კოდექსის მნიშვნელობას“, – აღნიშნავს ხალილი.