ილია მეორე - საქართველო, ძალიან მიყვარხარ
ილია მეორე - საქართველო, ძალიან მიყვარხარ

საქართველო, ძალიან მიყვარხარ, – ამ სიტყვებით მთავრდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე.

საქართველოს პატრიარქმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, დალოცა უცხოეთში მყოფი სასულიერო პირები და თანამემამულეები.

„იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ. დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართალნი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღაღადებთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

საქართველო, ძალიან მიყვარხარ“, – აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.