ილია მეორე იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ილია მეორე იორდანიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ იორდანიის სენატის პრეზიდენტს, ფეისალ ალ-ფაიეზის და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მხრიდან მიღებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი.

„შეხვედრაზე ითქვა საქართველოსა და იორდანიას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საჭიროებაზე, ასევე განხილულ იქნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები.

იორდანიის სენატის პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იორდანიის მეფის მოკითხვა გადასცა. მისმა უწმინდესობამ გაიხსენა თავისი ვიზიტი იორდანიაში და შეხვედრა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან. მან იორდანიის სენატის პრეზიდენტს მეფისთვის საჩუქარი გადასცა და საქართველოში მოიწვია“,- აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.