ილია მეორე – იმედი მაქვს, კონსტანტინოპოლისა და რუსეთის პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა

14:28, 18.11.2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ კონსტანტინოპოლისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები საერთო ენას გამოხატავენ. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

„მოგეხსენებათ, რომ გართულებულია ურთიერთობა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიათა შორის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათი პატრიარქები გამონახავენ საერთო ენას და ეს მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მსგავსი