ილიაობის დღესასწაულზე სამების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება
ილიაობის დღესასწაულზე სამების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება

სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მიმართა და ილიაობის დღესასწაულის შესახებ ესაუბრა.

ილია მეორემ მრევლს შეახსენა, რომ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი წმინდა ილია წინასწარმეტყველის მთაზე (ელიას მთა) მდებარეობს. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ 2 აგვისტოს, წმინდა ილია წინასწარმეტყველის გარდა, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეც აღინიშნება.

„ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამების სახელობის ტაძარი დაფუძნებულია წმინდა ილიას მთაზე, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალ ხუთშაბათს არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენება. გვექნება წირვა-ლოცვა საზეიმო, სადღესასწაულო წმინდა ილიასი. იმავე დღეს არის ხსენება წმინდა ილია მართლისა. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანგელოზის დღეც აღინიშნება.