ილია მეორე - ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი
ილია მეორე - ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი

ღმერთმა მოგცეთ ძალა, მადლი და წყალობა თვისი, რათა ვიცნოთ თავი ჩვენი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა ერთმანეთის თანადგომისა და დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვისთვის ცხოვრობენ და სხვას ეხმარებიან.

„არის ისეთი ადამიანი, რომელიც თავის თავზე ნაკლებად ზრუნავს და ფიქრობს, სხვას უშველოს. ასეთი ადამიანები ბედნიერები არიან. დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ძალა, დავეხმაროთ, დავუდგეთ მხარში ერთმანეთს. დავეხმაროთ ისეთ ადამიანს, რომელიც იღუპება. ბევრი შემთხვევაა, როცა იღუპებიან და ძალა არ ჰყოფნით, რომ გადაირჩინონ თავი თვისი. ღმერთმა მოგცეთ ძალა, მადლი და წყალობა თვისი, რათა ვიცნოთ თავი ჩვენი. ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი შენი. ღმერთმა მოგცეთ ძალა, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი“, – აღნიშნა ილია მეორემ.