ილია მეორე - დღეს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გაგზავნა იერუსალიმში სპეციალური თვითმფრინავი წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად, ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა
ილია მეორე - დღეს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გაგზავნა იერუსალიმში სპეციალური თვითმფრინავი წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად, ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სრულიად საქართველოსა და მსოფლიოს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა. დღეს ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გაგზავნა იერუსალიმში სპეციალური თვითმფრინავი წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად. ქრისტე აღსდგა. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს, მსოფლიოს მფარველი. ქრისტე აღსდგა“, – აღნიშნა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან ​იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.

წმინდა ცეცხლი საქართველოშიც ჩამოიტანეს, რომელსაც ყველა მოქმედ ტაძარში გაანაწილებენ.