ილია მეორე ბაგრატიონთა შთამომავლებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა [ფოტო]
ილია მეორე ბაგრატიონთა შთამომავლებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებს შეხვდა [ფოტო]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბაგრატიონთა გვარის, სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წევრებსა და მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათი ჩამოსვლა უკავშირდება იოანე და ქრისტინე ბაგრატიონების ჯვრისწერას, რომელიც დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგება.

„მისმა უწმინდესობამ და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მიულოცეს ბატონ იოანესა და ქალბატონ ქრისტინეს ეს დღე და ღვთის მფარველობა და ბედნიერება უსურვეს“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.