ილია მეორე - აღვავლენთ ლოცვებს გიორგი ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს
ილია მეორე - აღვავლენთ ლოცვებს გიორგი ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს

საქართველოს საპატრიარქო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დაღუპვასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.

სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!

აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.