ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟოაო გომეშ კრავინიოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის გააქტიურებული მაღალი დონის კავშირები და ორმხრივი ვიზიტების გაცვლის დინამიკა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოების დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე შემდგომი პროგრესისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას გააცნო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

მინისტრმა პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.