ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ქვეყნის ევროპული მომავალი ჩვენი საერთო მომავალია, მოგიწოდებთ, თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა არ გინდათ პროცესში, სიტყვით მაინც ნუ დააზარალებთ
ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციას მიმართა - ქვეყნის ევროპული მომავალი ჩვენი საერთო მომავალია, მოგიწოდებთ, თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა არ გინდათ პროცესში, სიტყვით მაინც ნუ დააზარალებთ

საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საერთო მომავალია და მოგიწოდებთ, თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა არ გინდათ ამ პროცესში, სიტყვით მაინც ნუ დააზარალებთ და დააზიანებს ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საგარეო უწყების ხელმძღვანელს ინეტპელაციის წესით მოუსმინეს.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ევროინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„მინდა, გულისტკივილი გამოვთქვა, დღეს კიდევ გაისმა პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ საქართველოში რეფორმები ჩავარდა. მოგიწოდებთ, სულ მცირე 3-4 თვე მაინც ეს ტერმინი არ გამოიყენოთ, რადგან საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პროცესში შედის, ჩვენი ევროინტეგრაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენი განცხადებებით, შეფასებებით კიდევ უფრო მეტად ნუ დააზიანებთ ამ პროცესს, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი საერთო მომავალია და მოგიწოდებთ, თუ თქვენი კონტრიბუციის შეტანა არ გინდათ ამ პროცესში, სიტყვით მაინც ნუ დააზარალებთ და დააზიანებს ამ პროცესს, ხელს ნუ შეგვიშლით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.