ილია დარჩიაშვილმა გერტ იან კოპმანთან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
ილია დარჩიაშვილმა გერტ იან კოპმანთან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სატელეფონო საუბარი გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან.

საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკომისიასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციები, ასევე შეაჯერეს ა.წ. სექტემბერსა და ოქტომბრის დასაწყისში თბილისსა და ბრიუსელში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების შედეგები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავაც განაგრძობენ აქტიურ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება ე.წ. „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.