ილია დარჩიაშვილი - ვფიქრობ, დღევანდელი პანელური დისკუსია შექმნის ახალ სივრცეებს, რათა დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენი ორი სამხრეთელი ქვეყანა მშვიდობაზე შეთანხმდეს
ილია დარჩიაშვილი - ვფიქრობ, დღევანდელი პანელური დისკუსია შექმნის ახალ სივრცეებს, რათა დიალოგი გაგრძელდეს და ჩვენი ორი სამხრეთელი ქვეყანა მშვიდობაზე შეთანხმდეს

პანელური დისკუსია შეფასდა, როგორც ისტორიული, რადგან პირველად მოხდა, რომ მსგავსი ტიპის პანელურ განხილვებში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, ვფიქრობ, ეს განხილვა შექმნის ახალ სივრცეებს, რათა დიალოგი გაგრძელდეს და მიღწეული იყოს მთავარი მიზანი, დამყარდეს მშვიდობა, შეთანხმდეს ჩვენი ორი სამხრეთელი ქვეყანა მშვიდობაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, დღევანდელი განხილვა შექმნის ახალ სივრცეებს, რათა  დიალოგი გაგრძელდეს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება შედგეს და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის უსაფრთხოება.

„დღეს, ერთი მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში და, მეორე მხრივ, გამართა ორმხრივი მნიშვნელოვანი შეხვედრები. პანელური დისკუსია შეფასდა, როგორც ისტორიული, რადგან პირველად მოხდა, რომ მსგავსი ტიპის პანელურ განხილვებში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა და ამას აქვს თავისი დატვირთვა. ვფიქრობ, ეს განხილვა შექმნის ახალ სივრცეებს, რათა ეს დიალოგი გაგრძელდეს და მიღწეული იქნას მთავარი მიზანი, დამყარდეს მშვიდობა, შეთანხმდეს ჩვენი ორი სამხრეთელი ქვეყანა მშვიდობაზე, მათ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის, რათა თითოეულმა ქვეყანამ მიაღწიოს იმ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომლებიც დასახულია. ვფიქრობ, ნამდვილად გამოვიდა ისტორიული განხილვა და ეს შექმნის ახალ სივრცეებს მომავალში, რომ ეს დისკუსიები გაგრძელდეს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.