ილია დარჩიაშვილი - ვაგრძელებთ პარტნიორებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა საქართველოსთან გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე
ილია დარჩიაშვილი - ვაგრძელებთ პარტნიორებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა საქართველოსთან გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო ახალ, უმნიშვნელოვანეს ფაზაში გადავიდა და შემდეგი მიზანია წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა.

დარჩიაშვილის თქმით, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრი, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ, ერთი მხრივ, პარტნიორებთან აღებული ვალდებულებების შესრულებას, მეორე მხრივ, ვცდილობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ქვეყანასთან გაიხსნას მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.